მთავარი გვერდი
,შექმენი შენი საკუთარი ზღაპარი”.
ახალი გალერეა ,შექმენი შენი საკუთარი ზღაპარი”. დაემატა ფოტო ალბომში
მე-5 ა კლასი. პროექტი - ,,შექმენი შენი საკუთარი ზღაპარი”. პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა პატარა მეზღაპრეებისთვის. ზღაპრები დიდი მონდომებით აკინძეს და გააფორმეს ნახატებით. მათი ნამუშევრები შეაფასეს ჩვენი სკოლის წარმატებულმა უფროსკლასელებმა. მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ ეკა ხუნაშვილს საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის
ქართული ენის კვირეული
ახალი გალერეა ქართული ენის კვირეული დაემატა ფოტო ალბომში
შპს გეტი, კერძო სკოლაში, მიმდინარე სასწავლო წლის 20-24 აპრილის ჩათვლით, დაწყებით კლასებში (I-IV ), ჩატარდა ქართული ენის კვირეული. სკოლის მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო შემეცნებითი პროექტი წარმოადგინეს. ჩატარდა კალიგრაფიის, სწრაფი კითხვის, ზღაპრების კონკურსი. სკოლის მასწავლებლებს შორის, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მასწავლებელთა შორის გამარჯვებული გამოვლინდა მოსწავლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ. მადლობა დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ნინო ივანიძეს, ხათუნა რეხვიაშვილს, ანა ჩეკურიშვილს, მაია სიხარულიძეს ქართული ენის კვირეულის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. მადლობა სკოლის თითოეულ მასწავლებელს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის.
ნაცნობი ადგილები - გეოგრაფიულ სახელთა პოეზია”
ახალი გალერეა ნაცნობი ადგილები - გეოგრაფიულ სახელთა პოეზია” დაემატა ფოტო ალბომში
შპს-გეტი, კერძო სკოლა. კლასი - VIIIა საგანი -ქართული ენა და ლიტერატურა მასწავლებელი -ეკა ხუნაშვილი პრეზენტაცია თემაზე: ,,ნაცნობი ადგილები - გეოგრაფიულ სახელთა პოეზია”. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებსაც პოეტები ნაცნობ ადგილებს უძღვნიან. მოამზადეს პრეზენტაცია მათთვის ნაცნობ და საყვარელ ადგილებზე, მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები ამ ადგილების შესახებ, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ამ ადგილებს უკავშირდებიან, გაგვაცნეს ამა თუ იმ კუთხის ტრადიციები.
”გვახსოვდეს ჩვენი წარსული”
ახალი გალერეა ”გვახსოვდეს ჩვენი წარსული” დაემატა ფოტო ალბომში
ისტორიის გაკვეთილი-პროექტი თემაზე -”გვახსოვდეს ჩვენი წარსული” გაკვეთილის ჩატარებას ინსპირაცია მისცა 9 აპრილს დაღუპული მანანა მელქაძის პიროვნებამ, რომელიც შპს სკოლა გეტის მასწავლებლების ნანა და მაია მელქაძეების დედმამიშვილია. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა საქართველო -რუსეთის ურთიერთობების მომენტების ერთობლიობაში წარმოჩენა XIX-XXI ს-ის ისტორიაზე დაყრდნობით, რადგან “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”. პროექტის ხელმძაღვანელი : Xა კლასის ისტორიის მასწავლებელი /დამრიგებელი - ეკა ბენდელიანი
წარმატებები გიორგის
ახალი გალერეა წარმატებები გიორგის დაემატა ფოტო ალბომში
შპს სკოლა გეტის მე-12 კლასის მოსწავლე, გიორგი ყაველაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი, რომელმაც იასპარეზა ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, აბუდაბის უნივერსიტეტის სტუდენტი (სრული დაფინანსებით) მიწვეულია აშშ -ში, ნიუ-იორკის შტატში (ქ. როჩესტერი) დაგეგმილ გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ Genius Olympiad მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადად ითვლება, სადაც ყოველწლიურად 70-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. გიორგიმ გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, დაეკვალიანებინა და მიეცა კვალიფიციური რჩევები. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მადლობა გიორგის საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს სალომე ჯიქიას
ახალი გალერეა წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს სალომე ჯიქიას დაემატა ფოტო ალბომში
წარმატებას ვუსურვებთ , ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეს სალომე ჯიქიას, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბელგიაში. 🇧🇪🇬🇪 ლინგოსთარისა და SS IEFG-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. 💡გაეროს მოდელირების ფორმატის ფარგლებში, ევროპის რეგიონთა კომიტეტში გაიმართა კონფერენციის გახსნის ცერემონია, სადაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს დიპლომატებმა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წარმომადგენლებმა. 🎯აღნიშნულმა შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, უშუალოდ მოესმინათ პროფესიონალთა ხედვები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებსა და დიპლომატიური პრაქტიკის მნიშვნელობაზე. 💡კონფერენციის მომდევნო დღეების განმავლობაში ქართველი დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან აქტიურ დებატებში, საკომიტეტო სესიებსა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. 🚀მიღებული გამოცდილება
ზარის დროები
პარასკევი 10/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად