ახალი გალერეა წარმატებები გამარჯვებულ ვატო ჟღენტს. დაემატა ფოტო ალბომში
წარმატებები გამარჯვებულ ვატო ჟღენტს.
ახალი გალერეა წარმატებები გამარჯვებულ ვატო ჟღენტს. დაემატა ფოტო ალბომში
წარმატებები გამარჯვებულ ვატო ჟღენტს.
ახალი გალერეა " როგორ ვხედავთ ბნელ მატერიას და რამდენად მნიშვნელოვანია ის " დაემატა ფოტო ალბომში
შპს გეტი, კერძო სკოლის IXდა X ბ კლასის მოსწავლეები, 2025 წლის 15 ნოემბერს , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაესწრნენ ლექციას - " როგორ ვხედავთ ბნელ მატერიას და რამდენად მნიშვნელოვანია ის " მადლობა ბატონ მიხეილ მაზიაშვილს საინტერესო ლექციისათვის. მადლობა ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო ანდღულაძეს, საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
ახალი გალერეა რა არის ეკოსისტემა და რა გავლენა აქვს მას ცოცხალი არსებებისთვის დაემატა ფოტო ალბომში
5 ა კლასი. მასწავლებელი - ლარინა ნიკოლაიშვილი. თემა-რა არის ეკოსისტემა და რა გავლენა აქვს მას ცოცხალი არსებებისთვის. ბავშვებმა შექმნეს საინტერესო ნამუშევრები და გაიაზრეს ,რა არის ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემა.
ახალი გალერეა „საიდუმლო წერილი პონტუსს -ინოვატორებისგან“ დაემატა ფოტო ალბომში
14 ნოემბერი - ასტრიდ ლინდგრენის დღე! კლასი III ბ დამრიგებელი - ანა ჩეკურიშვილი ქალი, რომელმაც ბავშვებს აჩუქა სამყარო, სადაც მეგობრობა, სითბო და თამაში არასოდეს მთავრდება. 🫶✨ გაკვეთილის თემა: „ბულერბიელი ბავშვები“ - პატარა ბატკნის ამბავი / „პონტუსი სკოლაში მიდის“ საბოლოო მიზნები: 📌 ემპათიის უნარის განვითარება 📌 ტექსტის გააზრება და კითვის დახვეწა 📌 შემოქმედებითი აზროვნება 📌 წერითი უნარის გაუმჯობესება ბოლოს ბავშვებმა გააფერადეს ფოსტალიონი (ფოსტის მუშაკი) და შექმნეს თბილი შეტყობინება - „საიდუმლო წერილი პონტუსს -ინოვატორებისგან“
ახალი გალერეა არ გვიხდით?! არ გადავიხდით! დაემატა ფოტო ალბომში
2025 წლის 12 ნოემბერი შპს-გეტი, კერძო სკოლის, IX კლასი მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლზე - ,,არ გვიხდით?! არ გადავიხდით! მადლობა კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლარინა ნიკოლაიშვილს.
ახალი გალერეა ,,მხიარულად შევეგებოთ ქართულ ანბანს". დაემატა ფოტო ალბომში
,,მხიარულად შევეგებოთ ქართულ ანბანს". სკოლა გეტის I კლასის მოსწავლეები, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით შეხვდნენ ქართულ ანბანს. მადლობა თითოეულ მშობელს, რომელთა თანადგომაც ყოველთვის იგრძნობა ნებისმიერი სიახლისა თუ აქტივობის განხორციელებისას. მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, ქალბატონ ნინო ივანიძეს და მაია სიხარულიძეს. მადლობა კლასის ხელმძღვანელებს-მაია მელქაძეს, ეკა ჩერქეზიშვილს. მადლობა სოფო ეგუტიძეს, მაია მიქაძეს ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის.
ახალი გალერეა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალზე დაემატა ფოტო ალბომში
2025 წლის 10 ნოემბერს, შპს სკოლა გეტის VII, VIII, X ბ კლასის მოსწავლეები, სტუმრად იმყოფებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალზე, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთიან სივრცეში წარმოადგინეს საინტერსო ექსპერიმენტები, აღმოჩენები და კვლევითი პროექტები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები, დაკვირვებოდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეესწავლათ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, შეხებოდნენ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოესმინათ თემატური ლექციები. დიდი მადლობა შპს სკოლა გეტის ფიზიკის მასწავლებელს ნინო ანდღულაძეს და ბიოლოგიის მასწავლებელს ლარინა ნიკოლაიშვილს საინტერესო ღონისძიებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისთვის.
ახალი გალერეა საკუთარი ხელით ვქმნით მზის სისტემას დაემატა ფოტო ალბომში
IV ბ კლასი თემა: მზის სისტემა მასწავლებელი - ნინო ანდღულაძე. მადლობა ქალბატონ ნინოს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის
ახალი გალერეა ,ლაბორატორიული კვლევები ბიოლოგიასა და ქიმიაში დაემატა ფოტო ალბომში
2025 წლის 8 ნოემბერს, შპს სკოლა გეტის ახალგაზრდა მასწავლებლებმა, ლარინა ნიკოლაიშვილმა და ანა გაგოშიძემ, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარ განათლებაზე და პროფესიონალიზმზე, გაიარეს ასოციაცია ბიოს მიერ დაგეგმილი ვორკშოპი ,,ლაბორატორიული კვლევები ბიოლოგიასა და ქიმიაში”. წარმატებები და წინსვლა ჩვენს პედაგოგებს.
ახალი გალერეა 8 ნოემბერი ილიას დაბადების დღეა დაემატა ფოტო ალბომში
8 ნოემბერი ილიას დაბადების დღეა. ილია მართალი მადლობა, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებმაც 7 ნოემბერს, საინტერესო შეხვედრები გამართეს მოსწავლეებთან, სადაც ისაუბრეს ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
ახალი გალერეა " ურთიერთქმედების ძალები და მათი გამოვლინებები " დაემატა ფოტო ალბომში
შპს გეტი, კერძო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეები, 2025 წლის 8 ნოემბერს , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაესწრნენ ლექციას - " ურთიერთქმედების ძალები და მათი გამოვლინებები " მადლობა ბატონ ზურაბ თავართქილაძეს, საინტერესო ლექციისათვის. მადლობა ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო ანდღულაძეს, საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
ახალი გალერეა კიდევ მეტი წარმატება ლიზის დაემატა ფოტო ალბომში
IV ბ კლასის მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულით მიულოცეს თანაკლასელს , ლიზი გავარდაშვილს ოქროს მედლის მოპოვება წარმატებები შრომისმოყვარე ლიზის
ახალი გალერეა რომელი მასალა თბება უფრო სწრაფად დაემატა ფოტო ალბომში
II კლასი საგანი - ბუნება თემა: რომელი მასალა თბება უფრო სწრაფად? მასწავლებელი - ირმა ძაგნიძე
ახალი გალერეა "სიცოცხლე ჩვენს სამყაროში, სიცოცხლე სხვა პლანეტენზე" დაემატა ფოტო ალბომში
შპს გეტი, კერძო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეები, 2025 წლის 1 ოქტომბერს , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაესწრნენ ლექციას - "სიცოცხლე ჩვენს სამყაროში, სიცოცხლე სხვა პლანეტენზე" მადლობა ბატონ ნიკა ჩახუნაშვილს, საინტერესო ლექციისათვის. მადლობა ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო ანდღულაძეს, საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
ახალი გალერეა ყველა პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია დაემატა ფოტო ალბომში
II კლასი თემა: ყველა პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს, ჩვენი სკოლის დიასახლისებს და დაცვის თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის. ძალიან თბილი და ლამაზი დღე მადლობა კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ირმა ძაგნიძეს მეტად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აქტივობის განხორციელებისათვის. მადლობა ჩვენს პატარებს, მადლობა ჩვენი სკოლის თითოეულ თანამშრომელს.
ახალი გალერეა გილოცავთ ბაბი დაემატა ფოტო ალბომში
ვულოცავთ ჩვენი სკოლის V კლასის მოსწავლეს, ბარბარე ავსაჯანიშვილს - ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას. წარმატებები ჩვენს ბარბარეს
ახალი გალერეა გილოცავთ ლიზი დაემატა ფოტო ალბომში
ვულოცავთ ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეს, ლიზი გავარდაშვილს , ესპანეთში გამართული, მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვებას. ულევ წარმატებებს ვუსურვებთ ლიზის.
ახალი გალერეა კალიგრაფიის მასტერკლასი დაემატა ფოტო ალბომში
კლასი III ბ 2025 წლის 31 ოქტომბერს, მოსწავლეებს ჩაუტარდათ კალიგრაფიის მასტერკლასი. მადლობა კლასის დამრიგებელს, ანა ჩეკურიშვილს, საინტერესო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
ახალი გალერეა აღმოაჩინე : რა იხსნება წყალში? დაემატა ფოტო ალბომში
კლასი II საგანი- ბუნებისმეტყველება მასწავლებელი - ირმა ძაგნიძე პრაქტიკული გაკვეთილი - აღმოაჩინე : რა იხსნება წყალში?
ახალი გალერეა 27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე დაემატა ფოტო ალბომში
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. იგი 1840 წელს, სოფელ ვარიანში დაიბადა. გოგებაშვილი მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და საბავშვო მწერალია. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მან ჯადოსნური წიგნი " დედა ენა" შექმნა. დაწყებითი კლასის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს გოგებაშვილის შემოქმედებაზე, წაიკითეს მოთხრობები და ქართული ანბანის ისტორია გაიხსენეს. მადლობა თითოეულ მასწავლებელს საინტერესო დღისათვის.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
Powered by aSc EduPage