ახალი გალერეა „მეცნიერების თასი - 2024/2025“ დაემატა ფოტო ალბომში
მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტზე ჩატარდა სამეცნიერო კონკურსი „მეცნიერების თასი - 2024/2025“ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეთათვის. კონკურსში მონაწილეობს შპს სკოლა გეტის გუნდი, რომელმაც წარმატებით გადალახა III ტური და 2025 წლის 26 აპრილს ფინალურ, დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას. შპს სკოლა გეტის დირექცია და პედაგოგიური კოლექტტივი წარმატებებს უსურვებს მე-11 კლასის მოსწავლეებს