ახალი გალერეა “ბერიკაობა-ყეენობა” დაემატა ფოტო ალბომში
შპს-გეტი კლასი -IVბ კლასის დამრიგებელი- ნინო ივანიძე 2025 წლის 11 აპრილს მე-4 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ,იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს (ქარვასლა), სადაც საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მასტერკლასი “ბერიკაობა-ყეენობა” (ნიღბების სანახაობა თბილისში) ჩატარდა. პროგრამის მონაწილეები მასტერკლასის ფარგლებში გაეცნენ: უძველესი ქართული ტრადიციული დღესასწაულის ბერიკაობა-ყეენობის ტრადიციებს, სხვადასხვა ცხოველებად გადაცმულ ნიღბოსან პერსონაჟებს, წარმართული ხანიდან მომდინარე რიტუალებს და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქის ამსახველ სცენებს. ბერიკაობა ყეენობის ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა ბერიკების თეატრალური ნიღბების და თავსაბურავების დამზადებაც ისწავლეს