ახალი გალერეა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალზე დაემატა ფოტო ალბომში
2025 წლის 10 ნოემბერს, შპს სკოლა გეტის VII, VIII, X ბ კლასის მოსწავლეები, სტუმრად იმყოფებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალზე, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთიან სივრცეში წარმოადგინეს საინტერსო ექსპერიმენტები, აღმოჩენები და კვლევითი პროექტები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები, დაკვირვებოდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეესწავლათ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, შეხებოდნენ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოესმინათ თემატური ლექციები. დიდი მადლობა შპს სკოლა გეტის ფიზიკის მასწავლებელს ნინო ანდღულაძეს და ბიოლოგიის მასწავლებელს ლარინა ნიკოლაიშვილს საინტერესო ღონისძიებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისთვის.