სიახლეები

          • ,შექმენი შენი საკუთარი ზღაპარი”.

          • ახალი გალერეა ,შექმენი შენი საკუთარი ზღაპარი”. დაემატა ფოტო ალბომში

            მე-5 ა კლასი. პროექტი - ,,შექმენი შენი საკუთარი ზღაპარი”. პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა პატარა მეზღაპრეებისთვის. ზღაპრები დიდი მონდომებით აკინძეს და გააფორმეს ნახატებით. მათი ნამუშევრები შეაფასეს ჩვენი სკოლის წარმატებულმა უფროსკლასელებმა. მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ ეკა ხუნაშვილს საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის

          • ქართული ენის კვირეული

          • ახალი გალერეა ქართული ენის კვირეული დაემატა ფოტო ალბომში

            შპს გეტი, კერძო სკოლაში, მიმდინარე სასწავლო წლის 20-24 აპრილის ჩათვლით, დაწყებით კლასებში (I-IV ), ჩატარდა ქართული ენის კვირეული. სკოლის მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო შემეცნებითი პროექტი წარმოადგინეს. ჩატარდა კალიგრაფიის, სწრაფი კითხვის, ზღაპრების კონკურსი. სკოლის მასწავლებლებს შორის, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მასწავლებელთა შორის გამარჯვებული გამოვლინდა მოსწავლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ. მადლობა დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ნინო ივანიძეს, ხათუნა რეხვიაშვილს, ანა ჩეკურიშვილს, მაია სიხარულიძეს ქართული ენის კვირეულის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. მადლობა სკოლის თითოეულ მასწავლებელს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის.

          • ნაცნობი ადგილები - გეოგრაფიულ სახელთა პოეზია”

          • ახალი გალერეა ნაცნობი ადგილები - გეოგრაფიულ სახელთა პოეზია” დაემატა ფოტო ალბომში

            შპს-გეტი, კერძო სკოლა. კლასი - VIIIა საგანი -ქართული ენა და ლიტერატურა მასწავლებელი -ეკა ხუნაშვილი პრეზენტაცია თემაზე: ,,ნაცნობი ადგილები - გეოგრაფიულ სახელთა პოეზია”. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებსაც პოეტები ნაცნობ ადგილებს უძღვნიან. მოამზადეს პრეზენტაცია მათთვის ნაცნობ და საყვარელ ადგილებზე, მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები ამ ადგილების შესახებ, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ამ ადგილებს უკავშირდებიან, გაგვაცნეს ამა თუ იმ კუთხის ტრადიციები.

          • ”გვახსოვდეს ჩვენი წარსული”

          • ახალი გალერეა ”გვახსოვდეს ჩვენი წარსული” დაემატა ფოტო ალბომში

            ისტორიის გაკვეთილი-პროექტი თემაზე -”გვახსოვდეს ჩვენი წარსული” გაკვეთილის ჩატარებას ინსპირაცია მისცა 9 აპრილს დაღუპული მანანა მელქაძის პიროვნებამ, რომელიც შპს სკოლა გეტის მასწავლებლების ნანა და მაია მელქაძეების დედმამიშვილია. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა საქართველო -რუსეთის ურთიერთობების მომენტების ერთობლიობაში წარმოჩენა XIX-XXI ს-ის ისტორიაზე დაყრდნობით, რადგან “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”. პროექტის ხელმძაღვანელი : Xა კლასის ისტორიის მასწავლებელი /დამრიგებელი - ეკა ბენდელიანი

          • წარმატებები გიორგის

          • ახალი გალერეა წარმატებები გიორგის დაემატა ფოტო ალბომში

            შპს სკოლა გეტის მე-12 კლასის მოსწავლე, გიორგი ყაველაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი, რომელმაც იასპარეზა ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, აბუდაბის უნივერსიტეტის სტუდენტი (სრული დაფინანსებით) მიწვეულია აშშ -ში, ნიუ-იორკის შტატში (ქ. როჩესტერი) დაგეგმილ გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ Genius Olympiad მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადად ითვლება, სადაც ყოველწლიურად 70-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. გიორგიმ გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, დაეკვალიანებინა და მიეცა კვალიფიციური რჩევები. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მადლობა გიორგის საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის

          • წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს სალომე ჯიქიას

          • ახალი გალერეა წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს სალომე ჯიქიას დაემატა ფოტო ალბომში

            წარმატებას ვუსურვებთ , ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეს სალომე ჯიქიას, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბელგიაში. 🇧🇪🇬🇪 ლინგოსთარისა და SS IEFG-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. 💡გაეროს მოდელირების ფორმატის ფარგლებში, ევროპის რეგიონთა კომიტეტში გაიმართა კონფერენციის გახსნის ცერემონია, სადაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს დიპლომატებმა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წარმომადგენლებმა. 🎯აღნიშნულმა შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, უშუალოდ მოესმინათ პროფესიონალთა ხედვები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებსა და დიპლომატიური პრაქტიკის მნიშვნელობაზე. 💡კონფერენციის მომდევნო დღეების განმავლობაში ქართველი დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან აქტიურ დებატებში, საკომიტეტო სესიებსა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. 🚀მიღებული გამოცდილება ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განივითარონ სტრატეგიული კომუნიკაციის, კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

          • შეხვედრა-ლექცია პროფორიენტაციის გაკვეთილების ფარგლებში თემაზე: „ქცევითი ეკონომიკა და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება“.

          • ახალი გალერეა შეხვედრა-ლექცია პროფორიენტაციის გაკვეთილების ფარგლებში თემაზე: „ქცევითი ეკონომიკა და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება“. დაემატა ფოტო ალბომში

            შპს სკოლა გეტის კურსდამთავრებულმა ირაკლი გაზდელიანმა, რომელიც ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია ეკონომიკის მიმართულებით, 10–11 კლასის მოსწავლეთათვის ჩაატარა შეხვედრა-ლექცია პროფორიენტაციის გაკვეთილების ფარგლებში თემაზე: „ქცევითი ეკონომიკა და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება“. სასწავლო შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ეკონომიკის ძირითად თეორიულ პრინციპებსა და ქცევის ეკონომიკის თანამედროვე კონცეპტუალურ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების უფრო ღრმა და სისტემურ გააზრებას, ეკონომიკური გარემოს უფრო კრიტიკულ და ანალიტიკურ შეფასებას. შეხვედრა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი გამოდგა. ირაკლიმ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ისაუბრა ასევე იმაზე, თუ ვინ შეიძლება მომავალ პროფესიად აირჩიოს ეს მიმართულება. მან განსაკუთრებული სიყვარულით ისაუბრა საკუთარ სკოლაზე და იმ პროფესიონალ მასწავლებლებელთა გუნდზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, სადაც მოსწავლეებმა აქტიურად დასვეს კითხვები და მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები. შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ კიდევ ერთ შეხვედრაზე, განსახილველი თემა იქნება- ხელოვნური ინტელექტი. შპს სკოლა გეტის დირექცია გულითად მადლობას უხდის ირაკლი გაზდელიანს მშობლიურ სკოლასთან თანამშრომლობისთვის და იმ მოტივაციისთვის, რომელიც მან ჩვენს მოსწავლეებს მისცა.

          • გაკვეთილი ქარვასლაში

          • ახალი გალერეა გაკვეთილი ქარვასლაში დაემატა ფოტო ალბომში

            კლასი V ბ 2026 წლის 3 თებერვალს , მოსწავლეები იმყოფებოდნენ ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობაში. თემა- ,, ბრწყინვალე მეფეები" მადლობა ქალბატონ ნინო ივანიძეს, საინტერესო დღის დაგეგმვასა და განხორციელებისათვის.

          • ჩვენი გამარჯვებული

          • ახალი გალერეა ჩვენი გამარჯვებული დაემატა ფოტო ალბომში

            სკოლა გეტის დირექცია, სასკოლო საზოგადოება, დიდი სიყვარულით ულოცავს III ბ კლასის მოსწავლეს, გაბრიელ ოქროპილაშვილს "ეტალონის" ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვებას- აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. უზომოდ გვახარებს მისი წარმატება. დარწმუნებულები ვართ კიდევ ბევრჯერ გვასახელებს ჩვენი დინჯი ბიჭი

      • სათაური

      • Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.

        Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.